← მთავარი
მსოფლიო

დაიბომბა რუსეთისა და უკრაინის ქალაქები

10 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
დაიბომბა რუსეთისა და უკრაინის ქალაქები

რუსეთის კრასნოდარის ოლქში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა უკრაინული დრონის ნამსხვევების ჩამოცვენის გამო, რეგიონული სამუშაო ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორამციით მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არაერთხელ გამხდარა უკრაინის თავდასხმის სამიზნე. ქარხანა რუსეთის სამხრეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელია, მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 6,6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებაა.

თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა. მისი ინფორმაციით რამდენიმე დრონი განადგურდა ტაგანროგისა და აზოვის ქალაქებში, ასევე მატვეევო-კურგანის რაიონებში.

ონლაინგამოცემა „ასტრამ“ გაავრცელა ცნობა ტაგანროგში მასშტაბური ხანძრის შესახებ, თვითმხილველების ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით რუსული გამოცემა იტყობინება, რომ ტვერში, გუშინ დილით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ამ დრომდე იწვის ნავთობპროდუქტების საწყობი.

უკრაინული დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმაც. ის ათამდე დრონის შესახებ საუბრობდა და განაცხადა, რომ „ავარიის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ“.

„როსავიაციამ“ გაავრცელა ცნობა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში არსებულ შეზღუდველბზე. უწყების თანახმად, აეროპორტი იღებს და აფრენს თვითმფრინავებს „შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციით“.

უკრაინის სამხედრო ძალებს ჯერ არ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ თავდასხმებზე. რადიო თავისუფლება დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს გვარცელებული ცნობიბიეს სიზუსტეს.

რუსეთმა კი უკრაინის ზაპოროჟიეს ოქლს დაარტყა, ოქლის ადმინისტრაციის ხელიმძღბანელის ივან ფედოროვის თანამხამდ საუბარია ათასამდე დარტყმაზე.

ფედოროვის ინფორმაციით, არის მსხვერპლი, დაღუპულია ერთ ადამიანი კიდევ 12 დაშავდა.

ხარკოვის ოლქის ქალაქ ვალკიზე რუსული დრონის თავდასხმას ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვრერპლა. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პლეგ სინეგუბოვის თანახმად, 23 წლის დაშავებული ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

← მთავარი