Lancet: მსოფლიოში 1.2 მილიარდ ადამიანს ფსიქიკური აშლილობა აქვს — 1990-დან 95%-ით მეტი
სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისს ადასტურებს: 2023 წელს მსოფლიოს 1.2 მილიარდ ადამიანზე მეტს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. 1990 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 95.5%-ით გაიზარდა.
ყველაზე გავრცელებული დიაგნოზებია შფოთვითი და დეპრესიული აშლილობები. ასაკობრივი ჭრილში ყველაზე მეტად 15–39 წლის ახალგაზრდები არიან დაზარალებულნი — სწორედ ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც სოციალური მედიის ყველაზე ინტენსიური მომხმარებელია.
მკვლევარები მიუთითებენ, რომ ზრდა ნაწილობრივ აიხსნება დიაგნოსტიკის გაუმჯობესებითა და სტიგმის შემცირებით — ადამიანები ახლა უფრო მეტად მიმართავენ სამედიცინო დახმარებას. თუმცა ამავდროულად, COVID-19 პანდემიის, ეკონომიკური კრიზისებისა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესი რეალური კლინიკური ზრდის ფაქტორებიც გახლდათ.