მსოფლიო
რუსეთმა ზაპოროჟიეზე და დონეცკზე იერიშები მიიტანა, არიან დაღუპულები
16-17 ივნისის ღამეს, რუსეთმა ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებზე იერიშები მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორის, ივან ფედოროვის თქმით, რუსეთმა ქალაქს ხუთჯერ დაარტყა, რამაც ხანძარი გამოიწვია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე შვიდი დაშავდა.
რუსეთმა ასევე დაარტყა დონეცკის ოლქში მდებარე სლავიანსკს. იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.