ნიდერლანდი ისრაელის დასახლებებიდან საქონლის იმპორტს კრძალავს
ნიდერლანდის პრემიერმინისტრმა როპ იეტენმა 22 მაისს განაცხადა, რომ მთავრობა ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტს კრძალავს. Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას.
„ნიდერლანდი ცდილობს, ეკონომიკური საქმიანობის მეშვეობით უკანონო ოკუპაციაში ნებისმიერი წვლილის შეტანა თავიდან აიცილოს,” — განაცხადა იეტენმა. გასულ წელს წინა მთავრობამ ასეთი ნაბიჯი განაცხადა — ახლა, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში შევა ძალაში.
ნიდერლანდი ისრაელის საქონლის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველია მსოფლიოში, თუმცა ქვეყანა არასდროს ამჟღავნებდა, თუ რა მოცულობის საქონელი შემოდის დასახლებებიდან კონკრეტულად. ამ დასახლებებს, რომლებიც 1967 წლის ომის შემდეგ ისრაელმა აშენა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ მიიჩნევს სახელმწიფოთა უმეტესობა. ისრაელი დავობს და ამ ტერიტორიასთან ისტორიულ კავშირზე საუბრობს.