← მთავარი
მსოფლიო

ტრამპის ვიზიტის კვალდაკვალ — 19-20 მაისს პეკინში პუტინი ჩავა

17 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ტრამპის ვიზიტის კვალდაკვალ — 19-20 მაისს პეკინში პუტინი ჩავა

ტრამპის პეკინის ვიზიტის რამდენიმე დღის შემდეგ, 19-20 მაისს, ჩინეთს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვევა. ინფორმაციას კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს რუსული მედია.

კრემლის ცნობით, პუტინი სი ძინპინის მოწვევით ჩადის პეკინში — ორი ლიდერი ორმხრივ, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს განიხილავს. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და სამთავრობათშორისო დოკუმენტებს გააფორმებენ. პუტინი ასევე შეხვდება ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს, სადაც სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები განიხილება.

← მთავარი