პაპი ლეო XIV AI-ს შესახებ ენციკლიკა გამოაქვეყნა — კერძო კომპანიების კონტროლი დაუშვებელია
რომის პაპი ლეო XIV — კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი — ხელოვნური ინტელექტის შესახებ ენციკლიკა გამოაქვეყნა. Magnifica Humanitas („დიდებული კაცობრიობა”) სათაურის, თითქმის 43 000-სიტყვიანი დოკუმენტი კათოლიკური ეკლესიის 1,4 მილიარდ წევრს მიმართავს.
პაპი მკაცრად მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას: AI-ის მონაცემების მართვა მხოლოდ კერძო კომპანიების ხელში არ უნდა დარჩეს. „საჭიროა უფრო აქტიური პოლიტიკური ჩართულობა, რომელსაც შეეძლება პროცესების შენელება მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩქარდება”, — ნათქვამია ენციკლიკაში.
ლეო XIV-ის მოთხოვნები ეხება დასაქმებულთა უფლებების დაცვას, ბავშვთა უსაფრთხოებას ციფრულ სივრცეში და AI-ს სფეროში მძაფრი კონკურენციის განმუხტვას. გამოსავლად პაპი „მტკიცე სამართლებრივ ჩარჩოებს, დამოუკიდებელ ზედამხედველობას, ინფორმირებულ მომხმარებელს და ისეთ პოლიტიკურ სისტემას” ასახელებს, „რომელიც პასუხისმგებლობას თავს არ არიდება”.