← მთავარი
მსოფლიო

ღაზაში ისრაელის თავდასხმას სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

15 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ღაზაში ისრაელის თავდასხმას სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა და საავადმყოფოებმა განაცხადეს, რომ 14 ივნის ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.პალესტინელთა ტერიტორიაზე რამდენიმეთვიანი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად მომხდარი ბოლო სისხლიანი თავდასხმაა.ისრაელი და ჰამასი თითქმის ყოველდღიურად ადანაშაულებენ ერთმანეთს ზავის დარღვევაში და ღაზის სექტორში კვლავ ხდება ძალადობა. ომის სამუდამოდ დასრულებისკენ მიმავალი მოქმედება შეჩერებულია.ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ხელმძღვანელობით მოქმედი სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს, სამაშველო სამსახურის, ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმამ ჩრდილოეთ ღაზაში ოთხი ადამიანი იმსხვერპლა და რამდენიმე დაჭრა.ღაზას ალ-შიფას საავადმყოფომ განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად ოთხი ცხედარი მიიღო და ხუთ დაშავებულს უმკურნალა.ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ ჯაბალიაში მან „ჰამასის ტერორისტებს დაარტყა“.სამოქალაქო თავდაცვის ცნობით, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა ისრაელის ცეცხლსასროლი იარაღით სამხრეთ ხან იუნისის რაიონში მომხდარი ცალკეული ინციდენტების შედეგად.ისრაელის სამხედროებმა ამ ორ ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს.გასული წლის 10 ოქტომბერს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, სულ მცირე 986 პალესტინელი დაიღუპა; ამ მონაცემებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სანდოდ მიიჩნევს.ისრაელის არმიამ იმავე პერიოდში თავის რიგებში ხუთი დაღუპულის შესახებ განაცხადა.ღაზის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყებიდან 70 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთზე თავდასხმის დროს პალესტინელთა რადიკალურმა დაჯგუფებებმა 1200 ისრაელელი მოკლეს და 250 მძევლად აიყვანეს, რასაც მოჰყვა ისრაელის არმიის საომარი მოქმედებები ღაზის სექტორის წინააღმდეგ. მედიის საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები და ღაზაში შეზღუდული წვდომა ხელს უშლის AFP-ს დამოუკიდებლად გადაამოწმოს მსხვერპლი ან თავისუფლად გააშუქოს იქ ძალადობა.

← მთავარი