უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ეს შეთანხმება EU-ს €90 მილიარდიანი სასესხო პროგრამის ნაწილია, რომელიც 2026 წლის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად გამოიყენება. ინფორმაციას გამოცემა European Pravda ავრცელებს.
20 მაისს ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა ვალდის დომბროვსკისმა მემორანდუმს EU-ს სახელით ხელი მოაწერა. ახლა დოკუმენტის რატიფიცირება უკრაინის პარლამენტს ევალება.
ამ თანხის გარდა, „უკრაინის ფონდის” მექანიზმის ფარგლებში კიდევ 8.35 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება. მარეგულირებელ ჩარჩოზე მოლაპარაკებები გრძელდება და მოსალოდნელია, მალე დასრულდეს.
European Pravda-ს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერის ნაწილის მისაღებად უკრაინა ვალდებული იქნება, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში მთელი რიგი რეფორმები გაატაროს. ეს მოთხოვნები ეფუძნება ევროკომისრის მარტა კოსმასა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერ ტარას კაჩკას ერთობლივ სამოქმედო გეგმას.