← მთავარი
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: "თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება"

18 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვზე დრონებით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე პასუხი იყო. ზელენსკის განმარტებით, უკრაინას ომი არასდროს უნდოდა და თუ ვლადიმერ პუტინს “არ სურს ამ ომის დასრულება — უკრაინა უკან არ დაიხევს”. “რაც შეეხება ჩვენს პასუხს მოსკოვის მიმართ, სრულიად სამართლიანია. ყველა კარგად ხედავთ, რომ მიუხედავად მოსკოვის გარშემო განლაგებული საჰაერო თავდაცვის სამი რგოლისა, ჩვენ ვთქვით, რომ მათ მივაღწევდით.თუ პუტინს არ სურს ამ ომის დასრულება და მისი გაგრძელება უნდა, ჩვენ ჩუმად არ ვისხდებით — პასუხს გავცემთ. ეს პასუხი ძლიერი და სამართლიანი უნდა იყოს.მათ ლავრას დაარტყეს. როდესაც ჟურნალისტებთან შეხვედრა გვქონდა, ლავრაში ვიყავით. მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ პასუხს გავცემდით და თქვენ მას ნახავდით. ვფიქრობ, ახლა სწორედ ამას ხედავთ.ჩვენ ეს ომი არ გვინდა და არასოდეს გვინდოდა. ეს ყველამ იცის, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც. და, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ მტრის გამო უკრაინა იწვოდეს.მაგრამ თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება,” — განაცხადა ზელენსკიმ. 18 ივნისის ღამეს მოსკოვს თითქმის 200 დრონი დაესხნენ თავს. დრონების დარტყმების შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა. ამას გარდა, მოძრაობა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გადაიკეტა. უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა 15 ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და კულტურული ძეგლი, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული მიძინების ტაძარი დაზიანდა. რუსული თავდასხმის შედეგად კიევში რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა. დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ორი ბავშვი (5 და 6 წლის). რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა — დაიღუპა 4 ადამიანი, 30 დაშავდა ბართლომე I: “ვერც ერთი არგუმენტი ვერ გაამართლებს კიევ-პეჩერის ლავრაზე ბარბაროსულ თავდასხმას” .

← მთავარი