← მთავარი
მსოფლიო

დამასკოში, იმ სასტუმროსთან, სადაც ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა

7 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
დამასკოში, იმ სასტუმროსთან, სადაც ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა

დამასკოში, იმ სასტუმროსთან, სადაც ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა. დამასკოში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემები, AFP და Reuters, უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

წყაროს ცნობით, ერთი ბომბი სანაგვე კონტეინერში იყო დამონტაჟებული, მეორე კი — სასტუმრო Four Seasons-ის სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში.

Le Figaro წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სასტუმრო Four Seasons დილითვე დატოვა და სირიის დროებით პრეზიდენტთან, ახმედ აშ-შარაასთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა.

ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, მაკრონი ევროკავშირის პირველი ლიდერია, ვინც დამასკოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

← მთავარი