← მთავარი
მსოფლიო

ირანმა ჰორმუზის სრუტეში მიმავალ სავაჭრო გემებს, სულ მცირე, 2 რაკეტა ესროლა - Axios

7 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ირანმა ჰორმუზის სრუტეში მიმავალ სავაჭრო გემებს, სულ მცირე, 2 რაკეტა ესროლა - Axios

გამოცემა Axios ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მიმავალ სავაჭრო გემებს, სულ მცირე, 2 რაკეტა ესროლა.

Axios დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი ტანკერი ომანთან ახლოს გადაადგილდებოდა, რა დროსაც ჭურვი მოხვდა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია.

გამოცემის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მათ უთხრა, რომ კიდევ ერთ კომერციულ გემს ირანული რაკეტა მოხვდა. ორივე გემმა მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

← მთავარი