ლავროვი კიევიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციას ურჩევს — რუსეთი სისტემატური დარტყმებს იწყებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პუტინის დავალებით ამერიკელ კოლეგას, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დაუკავშირდა და ოფიციალურად აცნობა: რუსეთი კიევში სამხედრო ობიექტებსა და საბრძოლო გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე სისტემატურ და თანმიმდევრულ დარტყმებს იწყებს.
ამასთანავე, ლავროვმა კიევიდან ამერიკელი დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციის გატარება ურჩია.
„რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ კიევის რეჟიმის მიერ მიმდინარე ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევში მდებარე ობიექტებზე სისტემატურ და თანმიმდევრულ დარტყმებს იწყებს”, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლავროვმა ასევე რუბიოს 2025 წლის აგვისტოში ანქორიჯში უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმებები შეახსენა და „მწუხარება გამოთქვა, რომ ევროპელი ელიტები და კიევის რეჟიმი ამ შეთანხმებებს ძირს უთხრიან”.