ხვალ, 30 ივნისს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, ხელმძღვანელობით ევროკავშირის დელეგაცია თურქეთს ეწვევა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი და ევროკომისარი შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერი. ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყონ თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის მქონე ძირითად სფეროებში.
ევროკომისართა კოლეგიის სამივე წევრი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდება, რათა ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობები და საერთო სტრატეგიულ პრიორიტეტებზე თანამშრომლობა განიხილონ. NATO-ს მოახლოებული სამიტის წინ, მოლაპარაკებების მთავარი თემა უსაფრთხოების საერთო გამოწვევები იქნება, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები და რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
“დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმის” (Connectivity Agenda Platform) ბოლოდროინდელ გაშვებაზე დაყრდნობით, დისკუსიები ასევე მოიცავს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროებში ინვესტიციების წინსვლასა და კოორდინაციას, თურქეთსა და უფრო ფართო რეგიონში დაკავშირებადობის დღის წესრიგის ფარგლებში მარეგულირებელ თანამშრომლობასთან ერთად.
EU-ის ლიდერები აზებაიჯანს და სომხეთს ეწვევიან — სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგელბში საქართველოში სტუმრობა არ იგეგმება