← მთავარი
მსოფლიო

NBC: ირანმა შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჰორმუზში გემების მიმართულებით დრონები გაუშვა

17 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
NBC: ირანმა შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჰორმუზში გემების მიმართულებით დრონები გაუშვა

NBC News აშშ-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმების შემდეგ, ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით დრონები გაუშვა. მაღალჩინოსნის თქმით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დრონებს უშვებს და აშშ-ს სამხედროები მათ ჩამოაგდებას განაგრძობენ მანამ, სანამ ისინი რეგიონში მყოფ კომერციულ ან აშშ-ს სამხედრო გემებსა და პერსონალს საფრთხეს უქმნიან.

მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ურთიერთგაგების მემორანდუმი ციფრულად გაფორმდა, IRGC-მ ყოველ ღამე რამდენიმე დრონი გაისროლა. აშშ-ს სამხედროები აგრძელებენ კოორდინაციას საზღვაო კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭირონ გემებს, რომლებიც ტრანზიტით შედიან და გამოდიან ჰორმუზის სრუტეში.

← მთავარი