მსოფლიო
მედვედევი: ფაშინიანი სომხეთს „ბანდერას უკრაინის” გზაზე ახდენს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „განსაკუთრებით საშიში ლიდერია”, რომელიც სომხეთს „ბანდერას უკრაინის სამწუხარო გზაზე” უბიძგებს.
მედვედევის შეფასებით, ფაშინიანმა ვერ დააფასა მოსკოვის „ძმური მხარდაჭერა” და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა გადაწყვიტა — მიუხედავად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობით მიღებული სავაჭრო შეღავათებისა. მან ასევე დაასახელა, რომ ფაშინიანი კავშირის სამიტებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ერევანში „რუსეთის საზიზღარ მტრებს” მასპინძლობს.