პოლონეთში დააკავეს პუტინის მოწინააღმდეგე რუსი მხატვრის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილები
პოლონეთის პოლიციამ დააკავა რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირი. პოლონური რადიოსადგურის, RMF24-ის ინფორმაციით, დაკავებულები ბელარუსის მოქალაქეები არიან. გრძელდება უშუალოდ მკვლელის ძებნა.სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი რობერტ კუზოვკოვი) 15 ივნისს, პოლონეთის ქალაქ ბიალა-პოდლიასკის ერთ-ერთ ავტოსადგომზე ესროლა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა. იმავე დღეს გავრცელდა ცნობა, რომ პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. პოლონური მედიის ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობდა ორი პირი და ისინი ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში მეზობელი ბელარუსიდან ჩაიყვანა ტაქსის მძღოლმა, რომელსაც იარაღით დაემუქრნენ.მკვლელობამდე სამი დღით ადრე, 12 ივნისს, როცა რუსეთის სახელმწიფო დღესასწაული, „რუსეთის დღე“ აღინიშნებოდა, სემიონ სკრეპეცკი იმყოფებოდა ბერლინში, სადაც აქცია-პერფორმანსი გამართა.მხატვარმა რუსეთის საელჩოში საზეიმო მიღებაზე მიწვეულთა რიგს ჩაუარა სტალინის და პუტინის კარიკატურით. სემიონ სკრეპეცკი მიწაზე მიათრევდა რუსეთის ფედერაციის დროშას.
15 ივნისს, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სემიონ სკრეპეცკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მის მიერ ბერლინში გამართული აქცია „ძალიან მოეწონათ რუს პატრიოტებს” და ემუქრებიან.