ტრამპმა სოციალურ ქსელში ნარუტოს სახე მიიღო — იაპონელი გულშემატკივრები პეტიციით პროტესტობენ
იაპონელ ანიმე-გულშემატკივართა განაწყენება მარტიდან იზრდება: მაშინ შენიშნეს, რომ თეთრი სახლის ოფიციალური გვერდი X-ზე ირანზე სამხედრო დარტყმების კადრებს Dragon Ball-ისა და Yu-Gi-Oh!-ის ეპიზოდებთან ათავსებდა. შემდეგ სახელმწიფო ანგარიშებზე Pokémon-ის კადრებიც გამოჩნდა, ხოლო გასულ შაბათს ტრამპმა Truth Social-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც საკუთარი თავი ნარუტო უზუმაკიდ წარმოადგინა.
გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა ონლაინ-პეტიცია გაუშვეს, რომელსაც 20 000-მდე ხელმოწერა უკვე აქვს. ხელმომწერთა განცხადებით, ეს პერსონაჟები მსოფლიო აუდიტორიას სიმამაცის, მეგობრობისა და შეუპოვრობის ღირებულებებს გადასცემენ — ტრამპის პოლიტიკური მიზნებისთვის მათი გამოყენება კი ავტორთა ჩანაფიქრს ეწინააღმდეგება. ამასთან, პეტიციაში ნათქვამია, რომ ამგვარი გამოყენება შეიძლება საავტორო უფლებების დარღვევასაც წარმოადგენდეს.
გულშემატკივართა ნაწილი შედარებით მშვიდად უყურებს სიტუაციას. X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ეს ფაქტი „სასაცილოდ” მიიჩნია, სხვამ კი დაწერა: „ვამაყობ, რომ ამერიკის პრეზიდენტმაც კი იცის ნარუტო.”