რუსეთი კიევის „სისტემური დაბომბვით” იმუქრება — უცხოელებს დედაქალაქის დატოვება ითხოვს
სტარობელსკზე უკრაინის სარაკეტო დარტყმის შემდეგ, სადაც რუსეთის ოფიციალური ცნობებით 21 ადამიანი — უმეტესად პედაგოგიური კოლეჯის 18–22 წლის სტუდენტები — დაიღუპა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ფორმალური გაფრთხილება გამოაქვეყნა: „მოთმინების ფიალა ამოივსო” — და კიევში „უწყვეტი სისტემური დარტყმები” სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, „გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე” და სამეთაურო პუნქტებზე დაიწყება.
სამინისტრომ „უცხოეთის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს” რაც შეიძლება მალე კიევის დატოვება მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობას კი მოუწოდეს, „არ მიუახლოვდნენ საბრძოლო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს”.
სტარობელსკი — ლუგანსკის ოლქის რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ნაწილში მდებარე ქალაქი — 22 მაისის ღამეს დაარტყა უკრაინამ. კიევი ამბობს, რომ სამიზნე იყო „რუბიკონის” სამეთაურო პუნქტი; ეს ცნობა დამოუკიდებლად გადამოწმებული არ არის. პუტინმა თავდაცვის სამინისტროს „საპასუხო დარტყმების” წინადადებების წარდგენა დაავალა.
კიევზე 24 მაისის ღამეს განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეტევა — 90 რაკეტა, 600 დრონი, ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში — ევროკავშირის ბევრმა წევრ-სახელმწიფომ დაგმო.