მსოფლიო
უკრაინამ რუსეთში სახელმწიფო საწარმოს დაარტყა, აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ დონეცკშიც
1 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ პენზაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საკისრების ქარხანას დაარტყეს. ამავდროულად, აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ დონეცკშიც.
Telegram-არხ Exilenova Plus-ის ცნობით, პენზაში მდებარე საკისრების ქარხანაში იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რასაც ადგილობრივი თვითმხილველებიც ადასტურებენ.
პენზა უკრაინისა და რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 550 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
მანამდე, იმავე ღამით, აფეთქებების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ დონეცკშიც, რის შემდეგაც იქაც ხანძარი გაჩნდა, იტყობინება Exilenova Plus. ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში ოკუპირებულ ქალაქში.