განქორწინების შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: "ჯანდაბა, რა გემართება? ამაში მხოლოდ შენ ხარ დამნაშავე" - ჯენიფერ ლოპესი ცხოვრების მთავარ გაკვეთილზე
ჯენიფერ ლოპესისთვის ბენ აფლეკთან განქორწინება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი აღმოჩნდა. ვარსკვლავური წყვილი მცირეხნიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2025 წელს დაშორდა. ჯენიმ პოდკასტ “SmartLess“-ში სტუმრობისას აფლეკთან სამწლიანი ქორწინების დასრულებაზე ისაუბრა.
ეს ლოპესისთვის მეოთხე, ხოლო აფლეკისთვის მეორე ქორწინება იყო. წყვილმა ურთიერთობა 2022 წელს განაახლა. მათი პირველი, 2002-2004 წლების ხანმოკლე რომანისა და ქორწილის გადადებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ.
“ბოლო განქორწინების შემდეგ, უბრალოდ ვიჯექი, ტურნე გავაუქმე და საკუთარ თავს ვუთხარი: “ჯანდაბა, საკუთარ თავში უნდა გაერკვიო, რა გემართება? დაივიწყე ყველაფერი სხვა. რაც გემართება იმაში საკუთარი თავის გარდა დამნაშავე არავინაა”, - თქვა პოპ ვარსკვლავმა.
“ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვები ყოველთვის იდეალურად იქცევიან, მაგრამ ამ დროს შენ რას აკეთებ?” - დასძინა მომღერალმა.
მიუხედავად განქორწინებისა, ყოფილი მეუღლეები კვლავ ახლო მეგობრებად და ბიზნესპარტნიორებად რჩებიან. სწორედ აფლეკმა გაუწია რეკომენდაცია ლოპესს ფილმში “Kiss of the Spider-Woman“ მთავარ როლზე.
ლოპესი ახალი ურთიერთობის დაწყებას არ ჩქარობს, რაც ინტერვიუებშიც არაერთხელ აღნიშნა. გასულ თვეში, ჯიმი ქიმელის შოუში მან იხუმრა კიდეც, რომ “შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, უფრო ადრც განქორწინდებოდა”.
“არაფერს ისეთის გაკეთებას არ ვაპირებ, რაც ახლა ჩემს გრძნობებს შეცვლის, ერთ დღეს შეიძლება ვინმე შევიყვარო, ვინც ამად ეღირება”, - თქვა მომღერალმა. წყარო