მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა გადადგომის ოფიციალური განცხადება წარადგინა
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა გადადგომის ოფიციალური განცხადება წარადგინა — კვირას გაგზავნილ წერილში ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ფაქტობრივად ჩამოაშორეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღებას.
ფეზეშქიანის სიტყვებით, ამ ვაკუუმს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რადიკალურ ფრაქციებმა გამოიყენეს სახელმწიფო საქმეებზე კონტროლის დასამყარებლად. „შექმნილ გარემოებებში ვერ ვმართავ მთავრობას და ვერ ასრულებ კონსტიტუციურ მოვალეობებს. ამიტომ ვითხოვ თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვების ნებართვას,” — ნათქვამია წერილში.
Iran International-ის ცნობით, ჯერ გაურკვეველია, ხელმძღვანელი ხამენეი გადადგომას მიიღებს თუ არა. გამოცემა წერს, რომ „წერილის შინაარსი მიანიშნებს ღრმა და უპრეცედენტო განხეთქილებაზე ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში”.