მსოფლიო
„მშვიდი ძილი დასრულებულია” — მედვედევი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს მიმართავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი X-ში წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებმა მოსახლეობა რუსეთთან ომში „ცალმხრივად ჩათრიეს”.
„ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებები რუსეთთან ომში ცალმხრივად ჩაებნენ”, — წერს მედვედევი.
„ასე რომ, ფხიზლად იყავით და არაფერმა გაგაკვირვოთ. მშვიდი ძილი დასრულებულია. თქვენ იცით, ვისაც უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ!” — ასრულებს განცხადებას.
განცხადება მოვიდა მას შემდეგ, რაც რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე სახლს დაეჯახა.