ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ვენესუელაში ორი მიწისძვრის შედეგად 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 235 გარდაიცვალა.CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლოს ალვარადომ, სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა. “ბევრს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და სამწუხაროდ, დაახლოებით 235 პაციენტი ჩვენს საავადმყოფოებში სიცოცხლის ნიშნების გარეშე მოათავსეს ან სამედიცინო დაწესებულებებში მისვლისთანავე გარდაიცვალა”, — თქვა ალვარადომ. 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრები ვენესუელაში ბოლო 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მიწისძვრებია.
ვენესუელა
ფოტო: Reuters
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ავტომატიზებული მონიტორინგის სისტემა ვარაუდობს, რომ ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 10 000-ს გადააჭარბოს. ორი ბიძგი, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის, 24 ივნისის შუადღისას, კარაკასიდან დასავლეთით 160 კილომეტრში მოხდა.
ფოტო: Reuters
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდა იყო, კარიბის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ მორონის დასავლეთით დაფიქსირდა — კარაკასიდან დასავლეთით დაახლოებით 170 კილომეტრში, ფოკუსური სიღრმე 22 კილომეტრი. მეორე მიწისძვრის, რომლის სიმძლავრე 7.5 მაგნიტუდა და სიღრმე 10 კილომეტრი იყო, ეპიცენტრი მორონიდან სამხრეთ-დასავლეთით 16 კილომეტრში იყო.
ფოტო: Reuters
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ქმნის 200 მილიონი დოლარის ოდენობის აღდგენით ფონდს მიწისძვრების შედეგად დაზიანებული საავადმყოფოებისა და სახლებისთვის და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა ამ გეგმის ზედამხედველობა. მან ასევე მოუწოდა ბიზნესებს, უზრუნველყონ მძიმე სამშენებლო ტექნიკა სამაშველო ოპერაციებისთვის.
ფოტო: Reuters
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა — დაიღუპა 32, დაშავდა — 700-ზე მეტი, ათასობით დაკარგულია