← მთავარი
მსოფლიო

აშშ-მა ირანის სამიზნეებს დაარტყა - ტრამპი "საქმის ბოლომდე მიყვანით" იმუქრება; ირანი კი საპასუხო მოქმედებებს ახორციელებს

28 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
აშშ-მა ირანის სამიზნეებს დაარტყა - ტრამპი

აშშ-ის სამხედრო ძალები ზედიზედ მეორე ღამეა ირანში სამიზნეებს უტევენ თეირანის მიერ სავაჭრო გემების წინააღმდეგ განხორციელებული „აგრესიის“ საპასუხოდ.აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისლამური რესპუბლიკის განადგურებით იმუქრება და სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს:„ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ ახლახან დაარტყა ირანის სარაკეტო და დრონების საწყობებს, ასევე სანაპირო რადარების ობიექტებს. ისევ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო… შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ზომიერება შეუძლებელი გახდება და იძულებულნი ვიქნებით სამხედრო გზით დავასრულოთ საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს!“რამდენიმე საათის შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ საპასუხოდ, 28 ივნისის დილის 2-3 საათზე რაკეტებითა და დრონებით დაარტყეს აშშ-სთან დაკავშირებულ ობიექტებს, ხოლო ქუვეითი და ბაჰრეინი აცხადებდნენ საჰაერო საფრთხეზე და შემომავალ ჭურვებზე.IRGC იმუქრება, რომ ნებისმიერი „ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა“ „ყველა მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს სრულად შეაჩერებს“.აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 27 ივნისს განაცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა „პირდაპირ პასუხად ირანის მიერ სავაჭრო გემებზე გაგრძელებულ აგრესიაზე“.აშშ-ის განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ კონკრეტულად რომელ სამიზნეებს დაესხნენ თავს, თუმცა აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დარტყმები დასრულებულია.CENTCOM-ის განცხადებით: „გუშინ აშშ-ის დარტყმების შემდეგ, რომელიც განხორციელდა გემ M/V Ever Lovely-ზე ირანის თავდასხმის საპასუხოდ, ირანს მიეცა შესაძლებლობა დაეცვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუმცა მან ეს არ გააკეთა და მისმა ძალებმა დილის 4:30-ზე დრონით დაარტყეს ტანკერ M/T Kiku-ს.“მათივე განცხადებით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი გადიოდა ჰორმუზის სრუტის მახლობლად და მასზე 2 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი იყო დატვირთული.ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა სამხრეთ სანაპირო რეგიონში, სირიკში, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე გახდა აშშ-ის დარტყმების სამიზნე.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანაპირო მეთვალყურეობის ობიექტებზე განხორციელებული ეს დარტყმები წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ახლახან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და გაეროს ქარტიის. „აშკარა დარღვევას“.RFE/RL-ს მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ 26 ივნისის ოპერაციის დროს ექვსმა ამერიკულმა თვითმფრინავმა ირანის შიგნით ოთხ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის რადარის დანადგარებსა და სანაპირო რაიონში, სირიკში, მდებარე სარაკეტო და დრონების საწყობებს.თავის განცხადებაში, IRGC ამბობს, რომ მისმა ძალებმა „გაანადგურეს რვა მნიშვნელოვანი აშშ-ის სამხედრო ობიექტი ქუვეითში, ალი ალ-სალემის ბაზაზე და ბაჰრეინში, პორტ სალმანში, მეხუთე ფლოტის საზღვაო ბაზაზე“.”ნებისმიერ მტრის აგრესიას, რა საბაბითაც არ უნდა იყოს, თუნდაც უმნიშვნელო სამიზნეების წინააღმდეგ… გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება“, - დასძინა IRGC-მ.ირანი და აშშ გეგმავენ ტექნიკური მოლაპარაკებების განახლებას შვეიცარიაში, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას ირანში და მთელ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ლიბანში.ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მყიფე რჩება, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს მის დარღვევაში.

← მთავარი