საზოგადოება
ქეით მიდლტონმა ოჯახთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა - პრინცი ჯორჯი უკვე თითქმის დედის სიმაღლისაა
უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა. ყველაზე დიდი ყურადღება 12 წლის ჯორჯმა მიიპყრო, რომელიც ფოტოზე უკვე თითქმის დედის სიმაღლის ჩანს.
ფოტოებზე 8 წლის პრინცი ლუი და 11 წლის პრინცესა შარლოტაც არიან. კადრები მაშინაა გადაღებული, როდესაც ოჯახის წევრები პრინცესას “სამი მწვერვალის გამოწვევის“ დასრულების შემდეგ შეხვდნენ. ქეითმა მწვერვალები დალაშქრა.
ეროვნული “სამი მწვერვალის გამოწვევა“ 24-საათიანი გამძლეობის ტესტია, რომელიც შოტლანდიის, ინგლისისა და უელსის უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრას მოიცავს