მსოფლიო
ზელენსკი: „მნიშვნელოვანი გზავნილი მივიღე პეტერ მადიარისგან, რომელიც გმობს რუსეთის თავდასხმას”
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე დაწერილ პოსტში ეხმაურება უნგრეთის ოპოზიციის ლიდერ პეტერ მადიარის პოზიციას, რომელიც გმობს რუსეთის შეიარაღებულ შეტევას უკრაინაზე.
„მნიშვნელოვანი გზავნილი მივიღე პეტერ მადიარისგან, რომელიც გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. მოსკოვმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საერთო საფრთხეს წარმოადგენს — არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისა და მთლიანად ევროპისთვის. თავდასხმა კვლავ გრძელდება. პირველი რაკეტები უკვე გაშვებულია. ამ სასტიკი ომის დასასრულებლად ჩვენს საერთო პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობა თქვენი თანაგრძნობისა და მტკიცე პოზიციისთვის!” — წერს ზელენსკი.