ლიეტუვის კოალიციური მთავრობა მას შემდეგ დაიშალა, რაც პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატით წარმოდგენილმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აღარ მოისურვა თანამშრომლობა კოალიციის წევრ პოპულისტურ პარტიასთან „ნემანის განთიადი“. კოალიციაში იყვნენ „მწვანეები“, ფერმერთა პარტია და „ქრისტიან ოჯახთა კავშირი“.სოციალ-დემოკრატები ამ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და „დემოკრატთა კავშირთან“ ერთად ჩამოაყალიბებენ ახალ კოალიციურ მთავრობას.პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მინდაუგას სინკიავიჩუსი. პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას ხმათა უბრალო უმრავლესობა სჭირდება.მოსალოდნელია, რომ ლიეტუვის მთავრობის შეცვლა არ აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე.
ასევე ნახეთ
ლიეტუვა მზად არის, საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს აშშ-ის ბირთვული იარაღი
ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა დასჭირდა.არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა სოციალ-დემოკრატების ლიდერი გინტაუტას პალუცკასი, რომელიც 2025 წლის ზაფხულში გადადგა კორუფციული სკანდალის გამო. პალუცკასის გადადგომის შემდეგ მთავრობას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე.