← მთავარი
მსოფლიო

ზელენსკი: „ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა” — უკრაინამ კრასნოდარის ნავთობქარხანას დაარტყა

30 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ზელენსკი: „ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა” — უკრაინამ კრასნოდარის ნავთობქარხანას დაარტყა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას — ქალაქ არმავირს — დაარტყა. ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახმელეთო საზღვრიდან 500 კილომეტრის მოშორებით განახორციელა.

„ჩვენ, სამართლიანად, ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა. რუსეთს შეეძლო დიდი ხნის წინ დაესრულებინა თავისი აგრესია, მაგრამ ამის ნაცვლად მისი გაჭიანურება და გაგრძელება აირჩია,” — წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ეს „რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთი ობიექტია” და ასეთ „შორი მოქმედების სანქციებს” უკრაინა სისტემატურად ახორციელებს.

← მთავარი