რუსულმა სამხედრო ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში იახტას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო იძიებს ცნობებს, რომლის მიხედვითაც რუსულმა სამხედრო ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ სამოქალაქო იახტას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.
საინფორმაციო სააგენტო Press Association-ის ცნობით, ინციდენტში, რომელიც 16 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11:40 საათზე, უაიტის კუნძულსა და ნორმანდიას შორის მოხდა, რუსული ფრეგატი “ადმირალი გრიგოროვიჩი” მონაწილეობდა.
“ჩვენ ვიძიებთ ცნობებს, სრუტეში მომხდარი ინციდენტის შესახებ” - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.
ხელისუფლებამ დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული იახტიდან მიიღო შეტყობინება, რომ რუსულმა გემმა დაახლოებით 500 იარდის (457 მეტრი) მანძილიდან გაისროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან და იახტას დაზიანება არ აესახება.