← მთავარი
მსოფლიო

მედვედევი EU-ს მოქალაქეებს აფრთხილებს: „მშვიდი ძილი დასრულდა”

29 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
მედვედევი EU-ს მოქალაქეებს აფრთხილებს: „მშვიდი ძილი დასრულდა”

რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის შეჭრის შემდეგ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში EU-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მიმართავს:

„ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი ხელისუფლება ცალმხრივად შევიდა ომში რუსეთთან. ამიტომ, იყავით ფხიზლად და არაფერი გაგიკვირდეთ. მშვიდი ძილი დასრულდა. მაგრამ იცით, ვის უნდა ჰკითხოთ მიზეზი?”

მედვედევი ასევე წერს, რომ EU-ს ლიდერები „ცალმხრივად” ჩაებნენ კონფლიქტში — „ყოველგვარი სახალხო კონსენსუსის გარეშე.” მისი პოსტი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ცნობები გავრცელდა, რომ რუსული დრონი NATO-ს წევრი სახელმწიფოს — რუმინეთის — ტერიტორიაზე შეიჭრა, რაც ალიანსისთვის სერიოზულ ინციდენტს წარმოადგენს.

← მთავარი