ბრიტანეთში ოთხი მინისტრი გადადგა — სტარმერს პრემიერის პოსტის დატოვებას სთხოვენ
BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული მთავრობიდან ოთხი მინისტრი გავიდა — ჯანდაცვის მინისტრი ზუბირ აჰმედი, მინისტრი მიატა ფანბული, უსაფრთხოების მინისტრი ჯეს ფილიპსი და ალექს დევის-ჯონსი.
ჯანდაცვის მინისტრი ზუბირ აჰმედი განცხადებაში წერს, რომ „საზოგადოებამ შეუქცევადად დაკარგა ნდობა” სტარმერის მიმართ, ხოლო ფილიფსმა კი სტარმერს „მნიშვნელობა საქმეებს აქვს და არა სიტყვებს” შეახსენა. მინისტრი ფანბულიც სტარმერს პირდაპირ ეუბნება: „საზოგადოებას არ სჯერა, რომ შეგიძლიათ ცვლილებების წარმართვა — და არც მე.”
გადადგომები 7 მაისის ადგილობრივი არჩევნების ფონზე ხდება. 136 ადგილობრივ საბჭოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ნაიჯელ ფარაჯის „UK Reform”-მა 1453 ადგილი და პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ლეიბორისტებმა — 1068 ადგილი, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 1496-ით ნაკლებია.
სტარმერი ჯერ-ჯერობით გადადგომაზე უარს ამბობს. ლეიბორისტ პარლამენტელთა 110 კი განცხადებაში პრემიერს მხარდაჭერას უცხადებს. საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი კოლეგებს „უკან დახევასა” და „ჩასუნთქვას” მოუწოდებს.