← მთავარი
მსოფლიო

აშშ-ის და ირანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს წინასწარ სამშვიდობო შეთანხმებას

18 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
აშშ-ის და ირანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს წინასწარ სამშვიდობო შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დოკუმენტს ხელი 17 ივნისს ღამით მოაწერა პარიზში, ვერსალის სასახლეში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერთა სამიტის მონაწილეებს.ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დოკუმენტს თეირანში მოაწერა ხელი ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა.14-პუნქტიანი მემორანდუმი17 ივნისს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გააცნეს აშშ-ირანის 14-პუნქტიანი მემორანდუმი. მისი ძირითადი პუნქტებია:საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში;აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში და შემდეგ ირანის საზღვრებიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა 30 დღის განმავლობაში;ჰორმუზის სრუტის გახსნა. 60 დღის განმავლობაში ნაოსნობა საბაჟო გადასახადის გარეშე. შემდეგ ირანმა ომანთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს ჰორმუზის სრუტის შესახებ ფართო და გრძელვადიანი შეთანხმება;ირანი არასდროს შექმნის და არ შეიძენს ბირთვულ იარაღს. ირანი და აშშ ითანამშრომლებენ ირანის გამდიდრებული ირანის ლიკვიდაციის მიზნით;ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმება;აშშ რეგიონში თავის პარტნიორებთან ერთად შექმნის ფონდს(სულ მცირე 300 მილიარდი აშშ დოლარი) ირანის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 ივნისს განაცხადა, რომ თუ ირანი ვალდებულებებს არ შეასრულებს, სამხედრო ოპერაცია განახლდება.ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა, რომელიც ჩართული იყო აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ თუ აშშ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, ამას არც ირანი გააკეთებს.

← მთავარი