← მთავარი
მსოფლიო

უკრაინა მოითხოვს მკაცრ პასუხს რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის წინააღმდეგ ჩადენილ „ბარბაროსობაზე"

15 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
უკრაინა მოითხოვს მკაცრ პასუხს რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის წინააღმდეგ ჩადენილ „ბარბაროსობაზე

უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოითხოვს სწრაფ და ადეკვატურ პასუხს კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმის გამო.გასულ ღამით კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევისას ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კიევის მერის და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი გაუჩნდა მიძინების ტაძრის სახურავს. ცეცხლი სრულად ჩააქრეს 15 ივნისს, დილის ცხრა საათისთვის.კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალის დირექტორ მაქსიმ ოსტაპენკოს ინფორმაციით, მიძინების ტაძარს დრონი მოხვდა.უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 15 ივნისს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით „პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში“.სიბიჰა ყველას შეახსენებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, იუნესკოს ფარგლებში სასწრაფოდ იწყებენ შესაბამისი პროცედურების ინიცირებას და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას.სიბიჰას განცხადებით, უკრაინა მოითხოვს „დაუყოვნებლივ და ადეკვატურ პასუხს სახელმწიფოებრივ ბარბაროსობაზე“ და საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მსოფლიოს დედაქალაქებისგან მოელის მკაცრ რეაქციას და არ ბუნდოვან სიტყვებს, დუმილს, ან სუსტ ნაბიჯებს.რუსეთს კიევ-პეჩერის ლავრაზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ

ხარკოვში მაშველები დაიღუპნენ რუსეთის მასირებული შეტევისას

15 ივნისს კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დაზიანებული და დამწვარია სახლები და სხვა შენობები.უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, კიევში დაზიანებულ შენობებს შორისაა დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის რამდენიმე კორპუსი. ხანძარმა გაანადგურა კოსტიუმების კოლექცია.ხანძარი გაუჩნდა უკრაინის ეროვნულ-კულტურულ და სამუზეუმო კომპლექს „მისტეცკის არსენალს“. დაზიანებულია უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს შენობა. განადგურებულია კომპანია „ახალი ფოსტის“ ტერმინალი. დარტყმა იყო ენერგოობიექტზეც, რომლის დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 140 ათასამდე აბონენტს.

15 ივნისს, კიევზე მასირებული შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა უკრაინის ეროვნულ-კულტურულ და სამუზეუმო კომპლექს „მისტეცკის არსენალს“

← მთავარი