მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს
ვენესუელას შტატ ლა გუაირაში, დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დარჩენილი ნანგრევების გაწმენდის მეექვსე დღეს, იორდანიის სამაშველო ჯგუფმა შენობის ნანგრევებიდან სამი წლის ბიჭი, სახელად კლიბერ მორანი, ამოიყვანა. ვენესუელაში პრეზიდენტმა მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ამის შესახებ Telegram-ზე განაცხადა.
როდრიგესმა პოსტს ბავშვის გადარჩენის ამსახველი ვიდეოც დაურთო.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ოთხშაბათს, 22:04 GMT-ზე, 21.9 კილომეტრის სიღრმეზე, კარაკასიდან დასავლეთით დაახლოებით 170 კილომეტრში მოხდა. 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე 39 წამის შემდეგ დაფიქსირდა დედაქალაქიდან 45 კილომეტრის დაშორებით.