კიევში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
2 ივლისის ღამეს კიევზე რუსეთის არმიის დარტყმის შედეგად დაზიანებული შენობის ნანგრევებიდან კიდევ სამი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, იტყობინება უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური (SES).
თავდასხმის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, კიდევ სამი ადამიანი არ უპასუხებს კონტაქტს. ძებნა გრძელდება. ხუთშაბათს საღამოს ტკაჩენკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 91-ს მიაღწია.
3 ივლისის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე იერიში განაგრძეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ქვეყანაზე იერიში მიიტანეს 105 დრონისა და ორი Kh-59/69-ტიპის საჰაერო რაკეტის საშუალებით. ამავე ინფორმაციით, ოთხმოცდახუთი დრონი და ერთი რაკეტა განეიტრალდა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონში თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. კრივოი-როგში დაზიანდა ოფისი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზია და მანქანები. სოფიევსკაში მდებარე ბენზინგასამართ წერტს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაზიანება ასევე დაფიქსირდა სინელნიკოვსკის, კამენსკისა და ნიკოპოლსკის რაიონებში.