← მთავარი
მსოფლიო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები — ეგზიტპოლი: ფაშინიანის პარტია 56,7%-ით ლიდერობს

7 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge · newposts.ge
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები — ეგზიტპოლი: ფაშინიანის პარტია 56,7%-ით ლიდერობს

სომხეთის საარჩევნო უბნები 7 ივნისს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58,9% შეადგინა — კენჭისყრაში სულ 1 476 597 მოქალაქე მონაწილეობდა.

ეგზიტპოლის შედეგებმა, რომელიც მმართველი პარტიის „სამოქალაქო კონტრაქტის” დაკვეთით ჩატარდა, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური ძალის მკვეთრი უპირატესობა დაადასტურა. მმართველი პარტია ამომრჩეველთა ხმების 56,7%-ს იღებს. ძირითადი კონკურენტი — ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანთან ასოცირებული პრორუსული გაერთიანება „ძლიერი სომხეთი” — 17,5%-ს.

არჩევნებში სულ 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა — 16 პარტია და 2 ალიანსი. ყველაზე გავლენიანი მოთამაშეები:

„სამოქალაქო შეთანხმება” — ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია, ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსზე. კენჭისყრის დღეს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხური პროდუქციას საბაჟო გადასახადის გარეშე გაუხსნის გზას.

„სომხეთის ალიანსი” — მთავარი საპარლამენტო ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით.

„ძლიერი სომხეთი” — ახალი, კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი გაერთიანება, მოსკოვთან დაახლოებული მილიარდერი სამველ კარაპეტიანის მხარდაჭერით.

„აყვავებული სომხეთი” — ბიზნესმენ-პოლიტიკოს გაგიკ წარუკიანის პარტია, პრორუსული ოპოზიციის ნაწილი.

„ერთობის ფრთები” — ყოფილი ომბუდსმენი არმან თათოიანის ახალი პოლიტიკური ძალა.

სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკური პარტია” არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მათში არ მონაწილეობს. ბიულეტენების დათვლა გრძელდება.

← მთავარი