მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინის 90 მლრდ ევროს სესხის პირველ გადახდებს მომავალ კვირას დაიწყებს
ევროკომისიამ შესაძლოა უკრაინისთვის ახლახან დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს სესხის გადახდა მომავალ კვირას დაიწყოს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვირას ჩვენ შევძლებთ პირველი გადახდების განხორციელებას,” — თქვა კოსმა.
ევროკომისიამ საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი მიიღო, რომელიც 2026-2027 წლებში უკრაინის უწყვეტ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. პაკეტი სამ კომპონენტს მოიცავს:
- 90 მილიარდი ევროს სესხი (ევროპის ეკონომიკური კონვენციის 212-ე მუხლის საფუძველზე);
- უკრაინის ფინანსური ინსტრუმენტის შესწორება — საბიუჯეტო დახმარების განხორციელების ერთ-ერთ საშუალებად;
- მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო რეგულაციის შესწორება — სესხის დაფარვა ევროკავშირის ბიუჯეტის „ხელმისაწვდომი რესურსებიდან” შეიძლება.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭო დეკემბერში შეთანხმდა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის საბიუჯეტო და სამხედრო საჭიროებებისთვის 90 მილიარდი ევრო გამოიყოს — ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს ვალდებულება „ურყევია”.