მილიარდერი, Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისის ქუჩებში შენიშნეს - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში
რუსი მილიარდერი, Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს რუსული Telegram-არხი Ateo Breaking ავრცელებს.
ონლაინ პლატფორმებზე ვრცელდება ვიდეოებიც, სადაც ჩანს, რომ დუროვი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება.
“შესაძლებლობა, შეხვდე პაველ დუროვს გასართობ პარკში, თბილისში, მინიმალურია - თუმცა არასდროს უდრის ნულს,“ - წერენ თვითმხილველები და მილიარდერის ვიდეოს ავრცელებენ. როგორც ჩანს, ის მთაწმინდის პარკს ეწვია. უცნობია მისი საქართველოში ვიზიტის მიზანი.
Telegram-ის დამფუძნებელი საფრანგეთში, გამოძიების ქვეშ იმყოფება. ის 2024 წლის აგვისტოში პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს და 12 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის კიბერდანაშაულში დახმარება და ფულის გათეთრება.
სასამართლოს იმ 5 მილიონი ევროს გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა სამართლებრივი დავა საფრანგეთში დღემდე გრძელდება. ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლია. ის ამ დროისთვის დუროვი დუბაიში ცხოვრობს. დუროვმა Le Point-თან ინტერვიუში ადრე განაცხადა, რომ მისი თითქმის 14 მილიარდი დოლარის ქონების მემკვიდრე გახდება ის 100-ზე მეტი ბავშვი, რომელთა მამაც თავად არის. დუროვმა თქვა ისიც, რომ ოფიციალურად ჰყავს ექვსი შვილი სამი სხვადასხვა ქალისგან. თუმცა დაამატა, რომ იმ კლინიკაში, სადაც 15 წლის წინ სპერმა ჩააბარა მეგობრის დასახმარებლად, მას უთხრეს, რომ ამ სპერმის საშუალებით 12 ქვეყანაში 100-ზე მეტი ბავშვი ჩაისახა. იხილეთ ასევე:
Telegram-ის დამფუძნებლის 100-ზე მეტი შვილი, მათგან 6 ოფიციალური 3 ქალისგან - დუროვი აცხადებს, რომ გადაწყვიტა საკუთარი ქონება ყველა შვილს თანაბრად გაუნაწილოს დუროვი 5-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მას საფრანგეთიდან გასვლა აეკრძალა - “ტელეგრამის” დამფუძნებელი დაკავების შემდეგ კამერებმა პირველად დააფიქსირეს (ვიდეო)