აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის ბრძანება გასცა. მან აშშ-ს ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს შესაბამისი ქმედებებისკენ ანკარაში მიმდინარე NATO-ს სამიტზე, ალიანსის გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის დროს მოუწოდა.
“ესპანეთი არაფერზე თანხმდება. მე მათთან არანაირი ვაჭრობა აღარ მინდა, გასაგებია?” - თქვა ტრამპმა და სკოტ ბესენტს მიუბრუნდა, რომელმაც ტრამპს უპასუხა: “დიახ, ბატონო”.
“ეს დაუყოვნებლივ გააკეთეთ, მათ არც კი ელაპარაკოთ. ისინი უიმედო, ცუდი ადამიანები არიან. ესპანეთი NATO-ში საშინელი პარტნიორია. ისინი არ მონაწილეობენ, არც თანხებს იხდიან. მათთან არაფრის გაკეთება აღარ მინდა”. - თქვა ტრამპმა.
ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ესპანეთმა, როგორც NATO-ს წევრმა ქვეყანამ, თავდაცვის ბიუჯეტის 5%-მდე გაზრდაზე უარი თქვა.
გარდა ამისა, ტრამპი უკმაყოფილოა იმითაც, რომ ირანთან ომის დროს, ესპანეთმა აშშ-ს საკუთარი ბაზების გამოყენებაზე უარი უთხრა და ირანთან ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იყო.