← მთავარი
მსოფლიო

ამერიკამ ირანს საზღვაო ბლოკადა მოუხსნა, თუმცა რეგიონში რჩება

18 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ამერიკამ ირანს საზღვაო ბლოკადა მოუხსნა, თუმცა რეგიონში რჩება

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის პორტებში შესვლასა და გამოსვლაზე დაწესებული საზღვაო ბლოკადა მოხსნილია.

“დღეს, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მოხსნეს ბლოკადა ყველა სახის საზღვაო მიმოსვლაზე, ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შესვლა-გამოსვლაზე. ამერიკული ძალები ხელს არ უშლიან გემების ტრანზიტს ირანის პორტებისკენ/პორტებიდან არაბეთის ყურესა და ომანის ყურეში. აშშ-ის სამხედრო ბლოკადის აღსრულების ყველა ღონისძიება შეწყდა. ჩვენი დიდებული სამხედრო ხომალდები დარჩებიან რეგიონში, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა, შესრულება და მისი სრული ძალისა და მოქმედების შენარჩუნება”, - წერს ამერიკის ცენტრალური სარდლობა. ტრამპმა განკარგულება გამოსცა მშვიდობის მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც მისივე პარტიაში კრიტიკის საგანია.

← მთავარი