← მთავარი
მსოფლიო

ტრაპიზონში პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა

19 აგვისტო, 2026 · წყარო: tabula.ge
ტრაპიზონში პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა

18 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 საათზე, თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის არსინის რაიონში, პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა, რის შედეგადაც იქ გაჩერებული ავტომობილები დაზიანდა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა პოლიციის შენობისა და მიმდებარე ოფისების ფანჯრები ჩაიმსხვრა, წერს Türkiye Today.

ტრაბზონის გუბერნატორი თაჰირ შაჰინი შემთხვევის ადგილზე მივიდა და განაცხადა, რომ ექსპერტები ნამსხვრევებს დეტალურად იკვლევენ. მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, ობიექტი უპილოტო საფრენი აპარატი იყო, თუმცა გამოძიება გრძელდება.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში, სავარაუდოდ, ახლომდებარე სათვალთვალო კამერით გადაღებული აფეთქებაა ასახული.

ამ კონკრეტული ობიექტის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირების დამადასტურებელი მტკიცებულება ამ ეტაპზე არ არსებობს.

ცნობისთვის, გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, საქარიის პროვინციის სანაპიროზე, რუსული Gerbera-ს ტიპის დრონი აღმოაჩინა.

8 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებზე მორატორიუმი დაწესდეს, რეგიონში ხომალდებზე თავდასხმების გახშირების ფონზე.

← მთავარი