← მთავარი
მსოფლიო

Axios: რეგიონული ლიდერები აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ

10 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
Axios: რეგიონული ლიდერები აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ

გამოცემა Axios-ს ინფორმაციით კატარი, პაკისტანი და რეგიონის სხვა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი ცდილობს აშშ- სა და ირანს შორის დაძაბულობის შემცირებას, რათა თავიდან აიცილონ ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების ჩაშლა.

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „დასრულებულად“ გამოაცხადა და საჰაერო დარტყმების ბრძანება გასცა, მისი ადმინისტრაცია კვლავ ცდილობს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და სრულმასშტაბიან ომში დაბრუნების შესაძლებლობის თავიდან არიდებას.

რეგიონული წყაროს ცნობით, შუამავლების შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში ირანის ბოლოდროინდელი თავდასხმები, სავარაუდოდ, ირანის მთავრობის იმ წარმომადგენლების ჩართულობით განხორციელდა, რომლებიც შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან და ძირს უთხრიან მას.

Axios-ის ცნობით, ოთხშაბათს მომლაპარაკებლებმა აშშ-სა და ირანის ოფიციალურ პირებთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართეს, რათა შეთანხმებულიყვნენ, თავდაპირველადმ, დაძაბულობის შემცირებაზე, უკვე შემდეგ კი ტექნიკური მოლაპარაკებების ახალი რაუნდის თარიღზე.

ტრამპსა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ერთგული რჩება გამოსავლის პოვნასა და ბირთვული შეთანხმების მისაღწევად ტექნიკური მოლაპარაკებების გაგრძელების მიმართ, თუმცა ვაშინგტონი ამერიკულ ტანკერებზე ირანის თავდასხმებს „ტერორისტულ აქტებად“ და შეთანხმების მოსალოდნელი შედეგების დარღვევად მიიჩნევს.

როგორც Wall Street Journal-ი წერს, ამასობაში, პარასკევს დაეცა ნავთობის ფასები, ვინაიდან ბაზრის მოთამაშეები დაძაბულობის შემცირებას და იმას მოელოდნენ, რომ შეერთებული შტატები ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმისგან თავს შეიკავებდა, West Texas Intermediate-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.25 პროცენტით დაეცა და ბარელის ფასმა 71.90 დოლარი შეადგია, ხოლო Brent-ის მარკის ფასი კი 0.29 პროცენტით შემცირდა , ბარელზე 76.80 დოლარამდე.

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ივლისს მეზობელ სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელეს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანის სამხრეთ სანაპიროს და აღმოსავლეთ პროვინციებს დაარტყა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სამკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

მანამდე ირანის ძალებმა დაარტყეს ტანკერებს, რომლებსაც

აშშ-ის არმია უწევდა ესკორტირებას ჰორმუზის სრუტეში, ომანის მხარეს, რომლის ტერიტორიული წყლები ერთმანეთს ემიჯნება საზღვაო სატრანსპორტო გზაზე, რომლის გავლით ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომამდე მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობის და გაზის მეხუთედი გადიოდა.

← მთავარი