← მთავარი
მსოფლიო

ტრამპი: „აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს”

11 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ტრამპი: „აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ დღეს ღამით ამერიკა ირანს „ძალიან ძლიერად დაარტყამს”.

„აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს — რომლის სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, რადარები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და თავდაცვის ყველა სხვა ფორმა, შეტევითი შესაძლებლობების უდიდეს ნაწილთან ერთად, აღარ არსებობს!” — წერს ტრამპი.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „არცთუ ისე შორეულ მომავალში” ხარქის კუნძულზე კონტროლს დაამყარებს. მისი სიტყვებით, ამ კუნძულის ნავთობ-გაზის ბაზრებზე კონტროლი ვენესუელის ანალოგიური სქემით მოხდება, „რაც შესანიშნავად მუშაობს ვენესუელისთვისაც და აშშ-სთვისაც”.

← მთავარი