← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაარტყა - არის მსხვერპლი, ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა (ვიდეო)

22 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რუსეთმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაარტყა - არის მსხვერპლი, ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა (ვიდეო)

22 ივნისის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა დრონების გამოყენებით შავ ზღვაში ორ უცხოურ სამოქალაქო გემს შეუტიეს. თურქულ სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ეგვიპტის მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, თურქულ სატვირთო გემ VICTRESS-ზე (პანამის დროშის ქვეშ მცურავი) უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა - ეგვიპტის, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები.

“რთული სიტუაციისა და ხანძრის შემდგომი გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, უკრაინის საზღვაო ძალების ნავების ეკიპაჟებმა წარმატებით ჩაატარეს სამაშველო ოპერაცია სატვირთო გემის ეკიპაჟის ევაკუაციისთვის. სამწუხაროდ, მათ შორის არიან დაშავებულები“, - განაცხადა საზღვაო ძალებმა. დაღუპული ეგვიპტის მოქალაქე, 58 წლის მამაკაცია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, იმავე ღამეს რუსები თავს დაესხნენ პალაუსა და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ გემს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. წყარო

← მთავარი