← მთავარი
მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა

8 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge · newposts.ge
ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ანკარაში, NATO-ს სამიტზე მყოფ დონალდ ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, დასრულდა თუ არა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მისი აზრით, კი.

“ეს საინტერესო შეკითხვაა. მე ვფიქრობ, რომ ის დასრულდა. მათთან ურთიერთობა აღარ მსურს. ისინი, მათი ლიდერები ავადმყოფი ადამიანები არიან, სასტიკი და მოძალადეები. ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდათ, შესაძლოა, გამოეყენებინათ.

ჩემი აზრით, ყველაფერი დასრულდა. მათთან ურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა. ისინი მატყუარები არიან”. თქვა ტრამპმა.

გასულ ღამეს, 7 ივლისს, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი სერია დაიწყეს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ეს მათ იმის საპასუხოდ გააკეთეს, რომ იქამდე, ირანი ჰორმუზის სრუტეში მიმავალ რამდენიმე სავაჭრო გემს თავს დაესხა.

გარდა ამისა, ამის საპასუხოდ, აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციებიც აღადგინა.

17 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვერსალის სასახლეში ირანთან მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის დამთავრება იყო.

დოკუმენტის შესახებ დეტალები რეპორტიორებს ტრამპის ადმინისტრაციის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა გაუზიარა.

რა წერია აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის 14 პუნქტში, რომელიც მედიაში გავრცელდა

შეთანხმებას ტრამპმა ხელი პირადად მოაწერა, როცა ის ვერსალში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ვახშმობდა.

თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ ირანულ სახელმწიფო მედიას აცნობა, რომ შეთანხმებას ხელი ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმაც მოაწერა.

← მთავარი