უკრაინა, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი სამართლიანი მშვიდობის 5 პირობაზე შეთანხმდნენ
7 ივნისს ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც სამართლიანი მშვიდობის 5 პირობა ჩამოყალიბდა:
1. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. პუტინი მოუწოდეს ომის სრულ შეჩერებას დაუყოვნებლივ დაეთანხმოს.
2. ფრონტის ხაზი — მოლაპარაკების ამოსავალი წერტილი. საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ შეიძლება შეიცვალოს; უკრაინას სუვერენული უფლება აქვს, თავად აირჩიოს უსაფრთხოების მექანიზმები და ალიანსები.
3. სანდო სამართლებრივი გარანტიები. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინას უსაფრთხოების იურიდიული გარანტიები ექნება — მათ შორის, საერთაშორისო ძალების განთავსების შესაძლებლობა.
4. რუსული აქტივები გაყინული რჩება მანამ, სანამ რუსეთი აგრესიას არ შეაჩერებს და უკრაინას მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს.
5. ევროპული უსაფრთხოება. ნებისმიერ შეთანხმებაში, რომელიც ევროკავშირს ან ნატოს ეხება, მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს წევრები ვეტოს უფლებით სარგებლობენ.
ეს პირობები სიახლეს არ წარმოადგენს — ისევე, როგორც სიახლეს არ წარმოადგენს რუსეთის მათ მიმართ უარყოფითი პოზიცია. მოსკოვი მოითხოვს, რომ უკრაინის ჯარმა დონბასი სრულად დატოვოს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ძალების განთავსებას, გაყინული აქტივების კომპენსაციაზე საუბარს კი „აბსურდად” მიიჩნევს.
ფონი: 2026 წლის იანვრიდან სამი რაუნდი გაიმართა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში. პროცესი თებერვლის ბოლოდან შეჩერდა — ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ.