← მთავარი
მსოფლიო

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს

8 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდ ნორვეგიულ კრონს (268 მილიონ ევროს) გამოყოფს — თანხა, სხვა საჭიროებებთან ერთად, “პატრიოტის” სარაკეტო სისტემის შესაძენად დაიხარჯება.

ნორვეგიის მთავრობის განმარტებით, ვინაიდან “პატრიოტის” რაკეტების ნაწილის მიწოდებას დიდი დრო სჭირდება, ნორვეგია მათ იმ ქვეყნებისგან შეისყიდის, რომლებსაც ეს შეიარაღება უკვე აქვთ, რათა უკრაინამ დახმარება დროულად მიიღოს.

“უკრაინის ბრძოლა საკუთარი თავის დასაცავად ჩვენი ბრძოლაც არის. უკრაინა ყოველდღიურად უმკლავდება რუსეთის თავდასხმებს. რუსეთი კვლავაც განაგრძობს დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება შეძლო, თუმცა ბალისტიკური რაკეტებისგან თავდასაცავად მას უფრო ძლიერი თავდაცვის სისტემა სჭირდება,” — განაცხადა პრემიერმინისტრმა იონას გარ სტიორემ.

ნორვეგია სახსრებს ასევე გამოყოფს უკრაინისთვის, რათა ის შეუერთდეს ინიციატივას, რომელიც ევროპელებთან ერთად ანტიბალისტიკური სისტემების ერთობლივ შემუშავებას ითვალისწინებს.

← მთავარი