პრინცი უილიამი მეუღლის ჯანმრთელობაზე: ქეითი კარგ ფორმაშია, მაგრამ ბალანსს ვეძებთ
პრინცმა უილიამმა Heart Breakfast-ის ეთერში — სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მხარდაჭერის პრეგრამის გამოშვებაში, იტალიის სამუშაო ვიზიტის შემდეგ — ისაუბრა მეუღლის ჯანმრთელობაზე. ეს ერთ-ერთი პირველი ღია განცხადებაა ქეით მიდლტონის ავადმყოფობის გასაჯაროების შემდეგ.
„ქეითი საოცარია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იმდენი გადაიტანა. მას ნამდვილად სურდა ეს მოგზაურობა და მიხარია, რომ ყველაფერი კარგად ჩაიარა,” — განაცხადა პრინცმა. მისი სიტყვებით, ქეითი „ნამდვილი სპეციალისტია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარებაში”.
„ის საოცარი დედაა, საოცარი ცოლი — ჩვენი ოჯახი მის გარეშე თავს ვერ გაართმევდა. ახლა კარგ ფორმაშია, მაგრამ ჩვენ ბალანსს ვეძებთ, რომ კარგად იგრძნოს თავი და გაისვენოს,” — დასძინა პრინცმა.
2024 წლის დასაწყისში ქეით მიდლტონს მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ ონკოლოგია დაუდგინეს; ამ ამბის შემდეგ მან ქიმიოთერაპიის პროფილაქტური კურსი გაიარა. 2025 წლის განმავლობაში პრინცესა თანდათან დაუბრუნდა ოფიციალურ ვალდებულებებს.