ტრამპი ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ დარტყმებს აუქმებს — მოლაპარაკებები "უმაღლეს დონეზე" მიდის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა TruthSocial-ზე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ 11 ივნისისთვის დაგეგმილი „დარტყმები და დაბომბვები” გაუქმდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები დამტკიცდა, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე დღეს საღამოსთვის დაგეგმილი ირანის წინააღმდეგ დარტყმები,” — წერს ტრამპი.
ამავე განცხადებაში პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ყველა ჩართულმა მხარემ — ამერიკა, ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, თურქეთი, პაკისტანი, ბაჰრეინი, ქუვეითი, იორდანია, ეგვიპტე და სხვა ქვეყნები — „დამტკიცეს შეთანხმება”. ზღვის ბლოკადა სრული ძალით ძალაში დარჩება ხელმოწერამდე — „ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება,” დასძენს ტრამპი.
ირანის რეაქცია ამ განცხადებაზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.
კონფლიქტის ქრონოლოგია
- 28 თებერვალი, 2026 — აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
- აპრილი, 2026 — ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებისთვის.
- 9 ივნისი — შეერთებულმა შტატებმა ირანს ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენ Apache-ის ჩამოგდებაში დაადანაშაულა და ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა.
- 10 ივნისი — ირანმა გამოაცხადა, რომ საპასუხო დარტყმა განახორციელა იორდანიაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე.
- 11 ივნისი — ტრამპი დაგეგმილ დარტყმებს აუქმებს; ხელმოწერის თარიღი — გამოცხადებისთვის.