ტრამპი: ესპანეთმა უკან დაიხია, ისინი მეტს დახარჯავენ და ემბარგოს აღარ დავადებ
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთმა, მათთან ვაჭრობის შეწყვეტის მუქარის შემდეგ, უკან დაიხია და მეტის დახარჯვას დათანხმდა. სავარაუდოა, რომ ეს ხარჯები ქვეყნის თავდაცვაში მეტის დახარჯვას გულისხმობს.
“გარკვეული პრობლემები მქონდა და კვლავაც მაქვს. მაგრამ ესპანეთმა დღეს უკან დაიხია” - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს NATO-ს სამიტიდან აშშ-ში დაბრუნებისას.
“ვუთხარი, რომ ვაჭრობას შევწყვეტდი. ისინი დათანხმდნენ, რომ მეტს დახარჯავდნენ და შეასრულეს მოთხოვნა. ეს რომ არ გაეკეთებინათ, მათთან არც კი ვისაუბრებდით” - დასძინა მან.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ გადახდებზე საუბრობდა ან ესპანეთის რომელ წარმომადგენელთან ჰქონდა კომუნიკაცია. თუმცა გუშინ მან მკაცრად გააკრიტიკა ესპანეთი, რადგან ესპანეთი თავდაცვაზე არასაკმარის თანხას ხარჯავდა.
ტრამპის თქმით, აშშ ესპანეთთან ვაჭრობას შეწყვეტს